„მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი ყოფილ პარლამენტარს, „გირჩის" დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს:
„მარიხუანას დათესვისა და მოყვანის შემდეგ, თქვენი ხელქვეითები, კარგად რომ დაბოლდებიან, ხელზე გემთხვევიან თუ ამბორის რაიმე განსხვავებული მეთოდი შემოიღეთ?! კიდევ ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს - ჯარში გიმსახურიათ თუ თავი გაქვთ გაძვრენილი, როგორც დღეს ამას ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობთ?!", - ამბობს სოსო შატბერაშვილი.