უკრაინის მოქალაქეები თურქეთში მოგზაურობას ვიზის გარეშე, ID-ბარათების გამოყენებით შეძლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა მაქსიმ სოკოლიუკმა Facebook-ზე დაწერა.
ამ ინფორმაციის დასტურად, სოკოლიუკმა Facebook-ზე თურქეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება ატვირთა, რომელიც თურქეთის ოფიციალური უწყებების მაცნეშია გამოქვეყნებული.
შეთანხმების საფუძველზე, უკრაინელებს თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოველი 180-დღიანი პერიოდიდან 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა.
ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შევა ძალაში თურქეთსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება. უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის უფროსის თქმით, შეთანხმება უახლოეს 1-2 კვირაში ამოქმედდება.
აქამდე უკრაინის მოქალაქეებს თურქეთში ჩასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი და ვიზა სჭირდებოდათ.
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში უვიზოდ, მხოლოდ ID-ბარათების გამოყენებით მოგზაურობა 2011 წლის 10 დეკემბრიდან შეუძლიათ.
11 მაისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი.