ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსობიდან ირაკლი შიხიაშვილის გადაყენების შემდეგ, თანამდებობაზე გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა. კობალაძემ სამომავლო გეგმებზე „ალიასთან" და აღნიშნა, რომ უკვე შეხვდა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს და პრობლემების მოგვარების გზები დასახეს.
„ვიცი ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ვეტერანებს აწუხებთ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს შევხვდი და უკვე დავსახეთ ამ პრობლემების მოგვარების გზები. რეალურად, ვეტერანთა სოციალური პროგრამები უნდა აღდგეს და მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. გეგმიურად ვაპირებ ამ პრობლემების მოგვარებას და ამის მზაობაც მაქვს. რაც შეეხება ჰოსპიტალის საკითხს, ვეტერანთა ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვაპირებ შეხვედრას. ამ პერიოდში აღებული მაქვს ტაიმ-აუტი, რომ გავერკვიო სიტუაციაში, შევხვდე ვეტერანებს და ჰოსპიტალის მედპერსონალს და შემდეგ გვეცოდინება, როგორ ვიმოქმედოთ", - განაცხადა კობალაძემ.