logo_geo
eng_logo
აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
- +

22 მაისი. 2017. 11:20


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მძიმე ტექნიკა  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ახორციელებდნენ ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, საავტომობილო მიმოსვლის აღსადგენად.


შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner