logo_geo
eng_logo
საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროპარლამენტი 7 აპრილს განიხილავს
- +

4 აპრილი. 2016. 21:35


ევროპარლამენტის სამოქალაქო უფლებების, შინაგანი საქმეებისა და მართლმსაჯულების კომიტეტი საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებს პირველი მოსმენით 7 აპრილს განიხილავს. კერძოდ, ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურის წესით კომიტეტი იმსჯელებს 2001 წლის ევროკავშირის #539-ე რეგულაციაში შესწორების შეტანაზე. საკითხზე მომხსენებელი არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი გერმანიიდან კლაუს-ჰაინერ ლენე.


11-14 აპრილს გაიმართება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, რომელიც კომიტეტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში სავარაუდოდ კენჭს უყრის გადაწყვეტილებას, თუმცა დღის წესრიგში საკითხი ჯერ არ არის შეტანილი.


პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტი პირველი მოსმენით დაამტკიცებს რეგულაციაში ცვლილებას, იგი საკითხს განსახილველად გადაუგზავნის ევროკავშირის საბჭოს, რომელიც ვალდებულია განიხილოს საკითხი, თუმცა არ არის ვალდებული გაითვალისწინოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაყვეტილება. თუ ევროკავშირის საბჭო არ დაამტკიცებს ცვლილებას გადაწყვეტილება არ შევა ძალაში.



 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner