logo_geo
eng_logo
ომანის სასულთნოში საქართველოს ელჩი ომანის ტურიზმის მინისტრს შეხვდა
- +

22 მაისი. 2017. 15:19



22 მაისს ქალაქ მასკატში, ომანის სასულთნოში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. რიადში) გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა ომანის ტურიზმის მინისტრთან, აჰმად ბინ ნასერ ალ-მაჰრიზისთან.


საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისათვის არსებულ დიდ პოტენციალს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდის განმავლობაში ომანის სასულთნოდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის პერმანენტულ ზრდას (ტურისტთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. 2016 წელს ვიზიტორთა რიცხვმა 15 ათასი შეადგინა).


აქედან გამომდინარე აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია დაიწყოს პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა, ვინაიდან მათი ოპერირება ხელს შეუწყობს როგორც ტურისტთა რიცხვის შემდგომი ზრდის დინამიკას, ასევე ორმხრივი ბიზნეს კონტაქტების გააქტიურებას.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია საქართველოსა და ომანს შორის ხელი მოეწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. რთი დღით ადრე ელჩი შეხვდა სასულთნოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, საიდ სალეჰ ალ-ქიუმის.


 ამასთანავე, ომანში ვიზიტის დროს ელჩმა გამართა კონსულტაციები სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკისა და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილულ იქნა ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner