logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ჩვენ გვახსოვს გაყვანა, ცემა, დავითაშვილის, გელაშვილის... მსგავსი რამ ამ ჩანაწერში არ ჩანდა
- +

22 მაისი. 2017. 16:52



„ის, რაც ჩანაწერში ვნახე, უნდა შეფასდეს, როგორც ხულიგნური ფაქტი", - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.


ქანთარია მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვა პარლამენტის სხდომებზე  დაუშვებელია, იგი საზოგადოებას საქართველოს უახლეს პოლიტიკურ წარსულსაც ახსენებს.


„მომხდარის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ამ ფაქტზე ამდენი აჟიოტაჟის ატეხვა გამართლებულად არ მიმაჩნია. ჩვენ გვახსოვს გაყვანა, ცემა დავითაშვილის, გელაშვილის -მსგავსი რამ ჩანაწერში არ ჩანდა. მე აქ დავინახე მხოლოდ ჩოჩქოლი, ვინ ვის დაარტყა პირველი, ეს ჩანაწერში არ ჩანდა. ამ საკითხის პარლამენტის სხდომაზე გატანა მე დაუშვებლად მიმაჩნია", - განაცხადა ქანთარიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner