გარდა იმისა, რომ „ეროვნული ფორუმი 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, გუნდის გადაწყვეტილებით ფორუმი საპარლამენტო უმრავლესობიდანაც გავიდა. ამის შესახებ გადაცემა „20/30"-ში ეროვნული ფორუმის წევრმა ანი მიროტაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ეროვნული ფორუმი" გარბის, ან უარს ამბობს ყოფილ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. მიროტაძის განმარტებით, ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის.
„ეს ყველაფერი გამომდინარეობდა იმ გადაწყვეტილებიდან,რომელიც მიიღო ყრილობამ. ჩვენმა ყრილობამ ორმნიშვნელოვან კითხვაე უპასუხა: როგორ მიდის არჩევნებში ეროვნული ფორუმ? ცალსახა პასუხი იყო, რომ 98% ფიქრობს დამოუკიდებლად უნდა გავიდეს არჩევნებზე. მეორე კითხვა იყო დატოვოს უნდა თუ არა კოალიცია „ეროვნულმა ფორუმმა? და აქაც 96%-მა დააფიქსირა თავისი დადებითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა, რომ ჩვენ გვემსჯელა როგორ უნდა მოვქცეულიყავით პოლიტსაბჭოს ფორმატში. ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით, როცა განვაცხადეთ, რომ თუ ვტოვებთ კოალიციას, ვტოვებთ უმრავლესობასაც და შესაბამისად ვტოვებთ იმ პოზიციებს, რომელიც უმრავლესობის კვოტით გვაქვს დაკავებული პარლამენტში.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავრბივართ ან უარს ვამბობთ ჩვენს ყოფილ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. პირიქით ცალსახად და ღიად ვაცხადებთ, რომ ყველა ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დადგება დღის წესრიგში არანაკლებად მნიშვნელოვანი და ფასეული იქნება ჩვენთვის. შესაბამისად „ეროვნული ფორუმი" ახლავე აცხადებს, რომ არა მხოლოდ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, არამედ ვიქნებით აბსოლუტურად კონსტრუქციულები ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ აღარ ვიქნებით შიდა კონსულტაციების რეჟიმში უმრავლესობასთან და ჩვენი პოზიციები საზოგადოებისთვის ღია და ცალსახა იქნება, რაც მგონია, რომ არის დემოკრატიული პროცესი. მთავარია, რომ არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი გავატაროთ ჯანსაღ თანამშრომლურ რეჟიმში კონკურენციის მიუხედავად.
რადგან მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, პარტიას ეს შვიდი თვე სჭირდება, რათა მოეზადოს ახალი რეალობისა და დღის წესრიგისთვის. "ეროვნული ფორუმისთვის" დაიწყო ახალი პოლიტიკური გაზაფხული", - განაცხადა ანი მიროტაძემ.