logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნატორი ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და ქალაქ ოზურგეთის მერს შეხვდა
- +

22 მაისი. 2017. 18:35



გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და ქალაქ ოზურგეთის მერს შეხვდა.


სამუშაო შეხვედრაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე წლის 23 აპრილს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში დასუფთავების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და დანაგვიანებული ლოკაციების მყისიერად დასუფთავების აუცილებლობაზე.


სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ანი ჩუბინიძე დაესწრნენ.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner