საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 29 მაისს რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ვერსალში შეხვდება. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი ვერსალში მდებარე დიდი ტრიანონის სასახლეს ეწვევიან, სადაც 1717 წელს პეტრე პირველის საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებული გამოფენა გაიმართება.