logo_geo
eng_logo
ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დასასრულს უახლოვდება
- +

22 მაისი. 2017. 19:08



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვანძემ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მრავალბინიანი და კერძოსაცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.


მერაბ ჭანუყვაძე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაბა ლაითურში, სოფელ ბოხვაურსა და დაბა ნარუჯაში  მოადგილესთან - ბადრიგობრონიძესთან ერთად გაეცნო.


23 აპრილს მომხდარი  სტიქიის შედეგად, ოზურგეთში 25-მდე სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა. დაზიანებული საცხოვრებელისახლების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ინფრასტურქტურული სამუშაოები სხვადასხვა სოფელში პარალელურ რეჟიმშიმიმდინარეობს.

 

„დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოები  ყველა სოფელში  მიმდინარეობს.  საქართველოს მთავრობის განკარგულებით ოზურგეთისმუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის  მილიონნახევარი ლარი გამოეყო. მინდა, მადლობა გადავუხადო რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. აღნიშნული თანხით სულ 119 საცხოვრებელი სახლი გადაიხურა, ხოლო სამშენებლომასალებით 262 ოჯახი დაკმაყოფილდება", - განაცხადა გამგებელმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner