„ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ გადაცემა „20/30"-ში სასამართლო სისტემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მურუსიძე რომ ქართული მართლმსაჯულების სახეს წარმოადგენს, უხერხულია და უმნიშვნელოვანესია იუსტიციის საბჭოს რეფორმირება და მართლმსაჯულების გაჯანსაღება.
„არ მინდა, ამ ქვეყანაში სამართალს კოლექტიური მურუსიძე წყვეტდეს. ჩვენ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვედით, როცა მოსამართლეები ნოტარიუსებად იყვნენ ქცეულნი. თუმცა, მურუსიძე რომ ქართული მართლმსაჯულების სახეს წარმოადგენს, უხერხულია. უმნიშვნელოვანესია იუსტიციის საბჭოს რეფორმირება და მართლმსაჯულების გაჯანსაღება", - აღნიშნა მიროტაძემ.