„ეკონომიკის სამინისტროს ხელში Black Sea Arena-მ არანაკლები შედეგი მოიტანა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართუს" მიერ საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის ჩუქების მოწინააღმდეგეთა სამწუხაროდ, Aerosmith-მა მოლოდინებს გადააჭარბა.
მოკლედ, მადლობა გახარიას, მადლობა ანი კავლელიშვილს, მადლობა BSA-ს ძალიან მაგარ გუნდს, მადლობა პოლიციას და მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ უნიკალური დარბაზის მშენებლობასა და მუშაობის ერთწლიან ისტორიაში. სულ გამარჯვებები!" - წერს უძილაური.