logo_geo
eng_logo
„გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ გრძელდება
- +

22 მაისი. 2017. 22:35


 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" გრძელდება.



23-24 მაისს, 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება ამჯერად, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის მოსახლეობას შეეძლება.



ვეფხისტყაოსნის გადაწერის ცერემონია 23 აპრილს, 11:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში  დაიწყება, 15:00 საათზე კი ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში  გაგრძელდება. ამავე დღეს, 19:00 საათზე, ვეფხისტყაოსანს გადაწერენ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.



24 აპრილს, 14:00 საათზე, ვეფხისტყაოსნის გადაწერის ცერემონია გაიმართება ზუგდიდის დადიანების სასახლეში.



პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს". პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.



პროექტი „გადაწერე ვეფხისტყაოსანი" 15 მაისს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაიწყო, 16 მაისს, კი „ვეფხისტყაოსნის" სტროფები ვარძიის ტერიტორიაზე გადაწერეს. „ვეფხისტყაოსნის" სტროფების გადაწერაში მონაწილეობა უკვე მიიღეს 112-ს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,  სამშობიარო სახლ „ჰერასა", ეროვნული ბიბლიოთეკის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ასევე „ვეფხისტყაოსნის" სტროფები გორსა და მცხეთაში გადაწერეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner