logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ძალიან კარგად იცის დათო ახრახაძემ ელისო კილაძის ბინძური წარსული!
- +

22 მაისი. 2017. 22:44



მალხაზ თოფურია, იგივე „მახაჩა" სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთათვის საკმაოდ ცნობილი ვეტერანია. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკვე წლებია, არაერთ შეურაცხყოფას  ითმენს ელისო კილაძისგან. თავად გვესტუმრა. ვერ მოითმინა, როგორც თავად ამბობს - „ზღვარგადასული სიბილწე" და სათქმელს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იწყებს - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.

 

გთავაზობთ ამონარიდს მალხაზ თოფურიას ინტერვიუდან:


- ერთი რესპონდენტი ვერ აღმოაჩინა მამაცაშვილმა, საკუთარი სახე რომ გამოაჩინოსო - ამ რამდენიმე დღის წინ დაწერა კილაძემ და საუბარს პირდაპირ  იმ თემით დავიწყებ, რამაც მართლა მაიძულა შენთან მოსვლა, რამაც მართლა მომანდომა პირველად ჩემს ცხოვრებაში - მესაუბრა ჟურნალისტთან...


ყველანაირი აღვირახსნილობა მინახავს, მაგრამ, როდესაც ეს ბინძური ქალი - ელისო კილაძე, იმ ტრაგედიას შეეხო, რასაც შვილის საფლავზე მამის აფეთქება ჰქვია, მოთმენა შეუძლებელია. როდესაც ეს ბინძური ქალი (და ამ სიტყვის პირდაპირ დაწერას ვითხოვ საჯაროდ!) ასეთ თემებს ეხება, როცა მისი უახლოესი დაქალი მეგი გოცირიძე ყოველდღე დარბის სასამართლოში კიდევ ერთხელ ვაზაგაშვილის ოჯახის „მოსაკლავად" და შეურაცხყოფისთვის, - სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!


ელისო კილაძემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალი დასდო და ცილი დასწამა ტერაქტის ორგანიზებაში ისეთ ადამიანს, რომ ვეტერანთა თითქმის სრული შემადგენლობა შეურაცხყოფილია! წარმოდგენა რომ გქონდეთ, - დათო ახრახაძე ჩემთვის გმირია! ქუთაისში ნახევრად მკვდარი ჩამოასვენეს, ფეხმოგლეჯილი დაბრუნდა ომიდან და ფერზე მოვიდა თუ არა, ცალი ფეხით ისევ ომს დაუბრუნდა... ბევრნაირი სიკეთე და სათნოება გამიგია, მაგრამ თავად გაჭირვებული დათო ახრახაძე ის ადამიანია, რომელმაც ქუჩაში პირდაპირი გაგებით უპოვარი კაცი ნახა, და დღემდე საკუთარ სახლში აცხოვრებს!


ეს დედაკაცი ჩამოდის დედაქალაქში, ცხოვრობს ქალაქის ცენტრში, შვილს გვერდზე სადარბაზოში აცხოვრებს... და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი - შავი, „ფეშენებელური" ჯიპებით დადიან თავადაც და მისი ოჯახის წევრებიც და ამ დროს არის ერთი ყვითელი, უტირაჟო გაზეთის მეპატრონე, რომელიც არათუ გამდიდრების საშუალება არ შეიძლება იყოს, არამედ მომგებიანიც ვერ იქნება. და ეს ქალი ერთი „გასროლით" და თავისი სიბინძურით, ბილწავს იური ვაზაგაშვილის ხსოვნასაც და პატიოსანი მებრძოლის სახელსაც!


მიზეზი ძალიან კარგად ვიცი, რატომაც მიდგა ახლა დავით ახრახაძეს და ამას ერთ წინადადებაში გეტყვით: მან ძალიან კარგად იცის ელისოს ბინძური წარსული! მის ფინანსურ და ქონებრივ ზღვარგადასულობაზე მოგონილს არ ვყვები, ამ ქალის მონაყოლს გეუბნებით, რასაც „რუსთავი 2"-ზე მის „აღსარებებში" ვუსმინე და კითხვა მიჩნდება - საიდან ამდენი შესაძლებლობები? ნარკოტიკები მისი ოჯახისგან შორს არ არის, ამას თავადაც აღიარებს - ნარკოტიკების გამო ორჯერ დაკავებულის დედა არის თავად და სხვათაშორის, სააკაშვილის დროს ნარკოტიკებზე ორჯერ დააკავეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის შვილი და ორჯერვე თავისუფლად რატომ გამოუშვეს? მეტიც: მისი ბიჭი ქურდობის ფაქტზეცაა ერთხელ დაკავებული და გასამართლებული და აღიარებულიც აქვს... და ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში! ალბათ, მაშინ „დაავერბოვკეს" ეს  ქალიც და აქედანაც ჩნდება კითხვები ნაცობისადმი მისი მიდრეკილების გამო...


დავით ახრახაძეს, რომელსაც სააკაშვილიც და მისი ყველა ლეკვიც სულით ხორცამდე იმეტებდნენ, ცალფეხა ადამიანს ზონდერები ცემაში ხდიდნენ სულს, - კიდევ ასეთ სიბინძურეს აბრალებ?


ჩემგან, ახრახაძისგან და მართალი, მებრძოლი ადამიანებისგან შორს დადგეს, მისთვისვე აჯობებს! პირდაპირ მივმართავ: ელისო - ნარკოტიკები შენსკენ მოიკითხე! შენს გარშემო ვინც ტრიალებს, მათთან მოიკითხე! ორკაპა ენას ჩვენსკენ ნუ გადმოაგდებ, არ გამოგივა ეგ ამბავი!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45304 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner