პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, კონსერვატორები უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებთ. კოალიცია დაიშალა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ისევ რჩება." - განაცხადა „20/30"-ში "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა.
გადაცემაში ზვიად ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ „კონსერვატიულ პარტიას" ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება არჩევნებზე რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ოპოზიციაში გადასვლა გამორიცხა.
"პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, კონსერვატორები უმრავლესობის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი გახდა სასამართლო, რომელიც პროკურატურის კანტორად იყო გადაქცეული. რა თქმა უნდა, ნაკლოვანებები არის, მაგრამ ეტაპობრივად, ამასაც მოევლება. შსს, რომელიც წინა ხელისუფლებამ საფრთხობელად აქცია, დღეს მოქალაქეებს ემსახურება. ჩვენ ამ სტრუქტურის დეპოლიტიზაცია მოვახერხეთ. მნიშვნელოვანი იყო განათლების, ჯანდაცვისა და საარჩევნო სისტემაში განხორციელებული რეფორმები. ჩვენთვის ოპოზიციაში გადასვლა წარმოუდგენელია, რადგან ეს ამ ყველაფერთან გამიჯვნას ნიშნავს „კონსერვატიულ პარტიას" ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება არჩევნებზე რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ოპოზიციაში გადასვლა გამორიცხულია", - განაცხადა ძიძიგურმა.