logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: დღეს „ნაცებისთვის“ ელისტრახო გაფუჭებული „ჯოკერია“!
- +

22 მაისი. 2017. 22:58



მალხაზ თოფურია, იგივე „მახაჩა" სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთათვის საკმაოდ ცნობილი ვეტერანია. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკვე წლებია, არაერთ შეურაცხყოფას  ითმენს ელისო კილაძისგან. თავად გვესტუმრა. ვერ მოითმინა, როგორც თავად ამბობს - „ზღვარგადასული სიბილწე" და სათქმელს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იწყებს - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.

 

გთავაზობთ ამონარიდს მალხაზ თოფურიას ინტერვიუდან:


- კიდევ ერთი უბედურებაა ჩვენს თავს - ტელე-ეთერებში რომ იწვევენ, ასეთი სიბინძურეებით უნდათ გადაცემების რეიტინგის აწევა? ან, როგორ არ რცხვენიათ, - ამ ავადმყოფს და ინტრიგანს კოლეგას როგორ უწოდებენ? და, ტრაგედია რა არის, იცით? ელისოს ამ მასალებს, ამ სიბინძურეებს და ცილისწამებებს თავისი მომხმარებელი ჰყავს. დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის" ელისო კილაძე „ჯოკერია".. მათი საშველი აღარაა! ხომ წარმოგიდგენიათ, რა მძიმე მდგომარეობაშია ეს პარტია ჩავარდნილი, როცა „ჯოკრად", თან გაფუჭებულ „ჯოკრად" ელისო კილაძე ჰყავთ, მაგრამ იმ პარტიაშიც ხომ არიან ოდნავ  გონიერი ადამიანები და არ ფიქრობენ, რომ ეს ქალი უარესია მათთვის? მარტო ზნეობრივთან კი არა, ფსიქიურ პრობლემებთანაც გვაქვს საქმე ამ ქალის შემთხვევაში...


- მალხაზ, გისმენ და კითხვის დასმის შესაძლებლობასაც არ მიტოვებთ...


- ჩათვალე, მონოლოგის რეჟიმზე ვარ გადასული. არ მინდა რამე გამომრჩეს. გითხარი კიდეც, პირველი შემთხვევაა, ჟურნალისტთან საუბრის სურვილი თავად რომ გამიჩნდა.


- უბრალოდ, შენი განცხადება, რომ კილაძის ოჯახი ნარკოტიკებისგან შორს არ დგას, - საკმაოდ ხმამაღლად ჟღერს...


- გიორგი, გიმეორებთ, - რევერანსები სულ არ მჭირდება ამ ყოვლად უზნეო ქალთან და ისიც ვიცი, ხვალ ძალიან ბევრ რამეს დამაბრალებს, არც ე.წ. მუქარებს დაიშურებენ და არც უკვე აპრობირებულ ღვარძლს, მაგრამ ტრაგედია ის იქნება, ელისო კილაძემ ჩემზე კარგი რომ თქვას. სრული გულწრფელობით გეტყვით: მის შვილს ვუსურვებ, მალე გამოსულიყოს საპატიმროდან, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება - როგორ მოახერხა ნარკოტიკების გამო ორჯერ და ქურდობისთვის ერთხელ დაკავებული შვილის განთავისუფლება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ელისო კილაძემ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში? სამწუხაროდ, ამ კითხვის დასმა ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ გაბედა! ეტყობა, ყველას ეშინია მისი სიბინძურის, მაგრამ ამ ქალმა საკუთარი შვილებიც გაწირა და სხვებმა რა უნდა თქვან? საკუთარ შვილებს უქცია ცხოვრება ჯოჯოხეთად, დაუნგრია ცხოვრება და რამე უნდა გვიკვირდეს? დავით ახრახაძეს, რომელსაც სააკაშვილიც და მისი ყველა ლეკვიც სულით ხორცამდე იმეტებდნენ, ცალფეხა ადამიანს ზონდერები ცემაში ხდიდნენ სულს, - კიდევ ასეთ სიბინძურეს აბრალებ?


ერთადერთი ვეტერანი ჰყავს კილაძეს, რომელიც ძალიან პატარა კაცია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ასევე ნარკოტიკების გამო მრავალ წელს ნაჯდომი და მის ბოდვებს ეყრდნობა... არადა, გიმეორებთ - სადაც ნარკოტიკია, ელისოც იქ არის და ჩემგან, ახრახაძისგან და მართალი, მებრძოლი ადამიანებისგან შორს დადგეს, მისთვისვე აჯობებს! პირდაპირ მივმართავ: ელისო - ნარკოტიკები შენსკენ მოიკითხე! შენს გარშემო ვინც ტრიალებს, მათთან მოიკითხე! ორკაპა ენას ჩვენსკენ ნუ გადმოაგდებ, არ გამოგივა ეგ ამბავი!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45304


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner