logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ჩემი და ელისო კილაძის გაცნობა მინდა გავიხსენო...
- +

22 მაისი. 2017. 23:07


 

მალხაზ თოფურია, იგივემახაჩა" სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთათვის საკმაოდ ცნობილი ვეტერანია. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკვე წლებია, არაერთ შეურაცხყოფას  ითმენს ელისო კილაძისგან. თავად გვესტუმრა. ვერ მოითმინა, როგორც თავად ამბობს - „ზღვარგადასული სიბილწე" და სათქმელს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იწყებს: - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.


გთავაზობთ ამონარიდს მალხაზ თოფურიას ინტერვიუდან:


- თქვენი ნებართვით ჩემი და ქალბატონი კილაძის გაცნობა მინდა გავიხსენო. ასე თუ ისე, ჩემს სამეგობროში და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ავტორიტეტი გამაჩნია... და არც ინფორმაციების ნაკლებობას ვუჩივი. ეს ქალი თავიდანვე არ მომწონდა და სოციალურ ქსელში მის მიერ რამდენჯერმე გამოგზავნილი „მეგობრობის" თხოვნაც იგნორირებული მქონდა.


ერთხელაც ელისოსგან მომდის წერილი - „რა კარგი იქნებოდა, მე და შენ რომ გვემეგობრა". სუფრაზე ელისო მე არ გამომადგება და მასთან საძმაკაცოდაც ვერ გავიმეტებ თავს. „რას გულისხმობ ჩვენს მეგობრობაში"-მეთქი, ვკითხე. „შენ დიდი ინფორმაციის მატარებელი ხარ და ჩვენ ერთად ისეთ საქმეებს დავატრიალებთ, რომ..." - მწერს ამ სიტყვებს და რამდენიმე ისეთი გვარი ჩამომითვალა, ვის წინააღმდეგაც გარკვეული ინფორმაციების დადასტურება უნდოდა ჩემგან. „თეთრი ბაირაღები" შევახსენე, ფილმი მაინც გექნება ნანახი-მეთქი. „რაც იცოდი და არ იცოდი, ყველაფერი დაფქვი და აღარ ხარ საინტერესოო" - შოშიას რომ ეუბნება მოშიაშვილი, ასეთ ადამიანად მიმაჩნიხარ და ჩვენი დამეგობრება არ გამოვა-მეთქი. მას მერე შანსს არ უშვებდა, ჩემს წინააღმდეგ რამე რომ არ ეთქვა...


ჯვარი მწერია, ელისო კილაძემ ჩემზე კარგი რამე თქვას! დიახ, არაფრის შიში არ მაქვს! ჩემს სათქმელს პირდაპირ ვამბობ, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ხელისგულზე დევს და კილაძისგან განსხვავებით, ჩემი ცხოვრების არცერთი წამის არ მრცხვენია! სააკაშვილმა, ნუგზარ წიკლაურმა და ელისო კილაძემ რომ ჩემზე კარგი თქვან, მაშინ მექნება თავი მოსაკლავი! ამ გარეწრებმა, დიახ, უნდა მლანძღონ!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45304  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner