ავტორი გიორგი მამაცაშვილი
მალხაზ თოფურია, იგივე „მახაჩა" სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთათვის საკმაოდ ცნობილი ვეტერანია. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკვე წლებია, არაერთ შეურაცხყოფას ითმენს ელისო კილაძისგან. თავად გვესტუმრა. ვერ მოითმინა, როგორც თავად ამბობს - „ზღვარგადასული სიბილწე" და სათქმელს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე იწყებს: - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.
გთავაზობთ ამონარიდს მალხაზ თოფურიას ინტერვიუდან.
- ვნახე ის სიაც, რომელიც თქვენმა ინკოგნიტო რესპონდენტმა მოგაწოდათ და მართლა მიხარია, რომ შენ ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდი, ვინც აიღო თავის თავზე ამ სიბინძურესთან შებრძოლება! გულწრფელად გეტყვით - ბევრი მათგანის ხილვა ამ სიაში არც ჩემთვის ყოფილა უცხო! ერთიც არის: ამ ბინძური ქალის გაზეთში ჩემთვის ბევრი საპატივცემულო ადამიანიც მუშაობდა და ხშირად მართლა გულდასმით გადამიკითხავს მათი მასალები, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ მათგანზე მინდა ვთქვა ჩემი აზრი. უფრო სწორედ, ჩემი გულისტკენა მინდა გამოვხატო. ვისზეც ვსაუბრობ, ეს ადამიანი ჩემთვის არის გმირი ქალის სიმბოლო! კი, დღეს შეიძლება გაუფასურდა ამ სიტყვის მნიშვნელობაც და ზონდერიც და გარეწარიც გმირია, მაგრამ ყველაზე მართალი გაგებით ვამბობ - ირინა გოგოსაშვილი გმირია! ირინასთან ერთად უმძიმესი დღეები მაქვს გავლილი აფხაზეთში, გაგანია ომის დროს, გუმისთის იქითა მხარეს, აფხაზებთან, გაცვლითი კომისიის საფუძველზე. როდის რომელი გამწარებული და შვილმკვდარი მამა მოგვიშვერდა ავტომატს, არ ვიცოდით. მხდალთა კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნები, მაგრამ დიახ, ჩემზე ვაჟკაცურად იდგა ირინა გოგოსაშვილი! იდგა თავისი კამერით, რომელიც ვერცერთმა აფხაზურმა ფორმირებამ ვერ ჩამოართვა! ერთად გავიარეთ ტამიშის საბედისწერო ღამე... ეჭვი არ მეპარება, კილაძე ახლა სუს-ის აგენტსაც დამარქმევს, რამდენიმე გაუხსნელ მკვლელობასაც მომაწერს, ალბათ, მაგრამ სათქმელს ელისოს გასაგონადაც ვიტყვი და ირინას მივმართავ: შეიძლება გეწყინოს, მაგრამ პირდაპირ გკითხავ - ელისო კილაძე რომ „ქრონიკა+"-ის რედაქციიდან წასული ჟურნალისტების შესახებ საჯაროდ აცხადებს - ყველა მე გავუშვი და ყველას კონკრეტული „ქეისი" ჰქონდა, ან გამომძალველი იყო, ან მექრთამეო, - შენც გგულისხმობს ამ სიაში? ერთიცაა: თუ ელისომ ამ ადამიანების მექრთამეობის ამბავი იცოდა, რატომ მალავდა? დანაშაულის დაფარვა აღარ ისჯება ჩვენს ქვეყანაში? რატომ არ იბარებენ ამ ბინძურ ქალს პროკურატურაში და რატომ არ უსჯიან პატიმრობას?
- ირინა გოგოსაშვილს მიმართავდი...
- ჰოდა, ასე საჯაროდ მივმართავ ირინას: ირინა, რატომ არ სცემ ამ სიბინძურეს პასუხს? მართლა ქრთამის გამო გაგიშვა კილაძემ სამსახურიდან? მართლა შანტაჟის და გამოძალვის გამო გაგაგდო ელისო კილაძემ ეს გმირი(!) ქალი სამსახურიდან? დღესვე ვითხოვ შენგან პასუხს - გამომძალველი და შანტაჟისტი ხარ შენ? ამ „ძონძმა" რატომ გაგაგდო სამსახურიდან, როგორც თავად წერს?
ირინა გოგოსაშვილი 14 წლის შვილთან ერთად იყო ომში წამოსული. ბექა ვაჟკაცი ბიჭია და მაინტერესებს, რატომ ითმენს ირინა ამ სიბინძურეს? ბექასი არ რცხვენია? თვალებში არ უნდა ჩახედოს შვილს, როცა გამომძალველს და მექრთამეს უწოდებს ქალი, რომელიც თავად არის გამომძალველი?!
ხვალ შეიძლება კილაძემ მოფერებაც დაგიწყოს, მაგრამ საკუთარ ნაწერს სად წაიღებს? საჯაროდ რომ გამოფინა ინტერნეტში - ყველა წასული ჟურნალისტი ჩემი გაშვებულია და ყველა(!) მათგანს კონკრეტული „ქეისი" ჰქონდაო...
ამ წუთში, ჩემო ირინა, შენ ხარ გალანძღული! კილაძის მტკიცებით, შენ ხარ ან „შანტაჟისტი", ან - „გამომძალველი", ან - „მექრთამე" და გაეცი ამ სიბინძურეს პასუხი!
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45304