"კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა გადაცემა „20/30"-ში კოალიციის სუბიექტებზე ისაუბრა, რომლებმაც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს. ის გამორიცხავს, რომ ეს პარტიები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საპარლამენტო უმრავლესობის შექმნაზე ფიქრობენ.
„არა მგონია, კოალიციის სუბიექტებმა, რომლებმაც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საპარლამენტო უმრავლესობის შექმნაზე იფიქრონ და არჩევნებზე გასვლა მათთან პარტნიორობით ისურვონ. ეს მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნება", - განაცხადა ძიძიგურმა.