logo_geo
eng_logo
„მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
- +

23 მაისი. 2017. 11:02




ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი  მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანია დაღუპული, ამის შესახებ ინფორმაციას მანჩესტერის პოლიციის ხელმძღვანელი იან ჰოპკინსი ავრცელებს. 


ჰოპკინსის განცხადებით, თავდამსხმელი არენაზე გარდაიცვალა.


„მე შემიძლია დავადასტურო, რომ თავდამსხმელი არენაზე დაიღუპა. ჩვენი მოსაზრებით, თავდამსხმელს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა თან, რომელიც აამოქმედა", - განაცხადა იან ჰოპკინსმა.


დაღუპულების გარდა, ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა.


შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.


შეგახსენებთ, რომ სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში მოხდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner