logo_geo
eng_logo
„ლაშა თორდიამ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენა“
- +

23 მაისი. 2017. 12:20




ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას „აუდიტორთა ეთიკის კოდექსის" დარღვევაში ადანაშაულებს.


როგორც ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გენერალურმა აუდიტორმა დარღვია „აუდიტორთა ეთიკის კოდექსი" იმით, რომ კონკრეტული შემოწმების შემაჯამებელი პროექტის არარსებობამდე ისაუბრა შემოწმების დეტალებზე და კონკრეტულ შედეგებზე.


ჩიქოვანის თქმით, გენერალურმა აუდიტორმა ასევე პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია, რაც ასევე „აუდიტორის ეთიკის კოდექსის" დარღვევაა.

 

„გუშინდელი განცხადება, რომელიც გაკეთდა გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილის მიერ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ამ დასკვნაში არაფერია ნათქვამი 2013-2014 წლებზე, როდესაც ამ კომპანიამ კომპენსაციის მოთხოვნა დაიწყო. გუშინდელი განცხადება ემსახურება იმ მიზანს, რომ რამენაირად გაამართლოს საკუთარი ნათქვამი, რომ თავდასხმა მოხდა კონკრეტული შემოწმებისა თუ დასკვნის გამო", - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner