logo_geo
eng_logo
9 ივნისს მაია კახიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
- +

23 მაისი. 2017. 12:38



„ჰო, არის ასეთი ქალაქი, ჩემი, ჩვენი თბილისი რომ ჰქვია და მე ის უზომოდ მიყვარს. ამ სიყვარულზე ჩემი ახალი წიგნიდან „თბილისელი ქალის ჩანაწერები" შეიტყობთ. სულ სხვადასხვანაირი ჩანაწერებია, ჩანახატები, მოგონებები... დიდი ხანია, ხან რას ვწერდი და ხან რას, ხან რაზე და ხან - ვისზე... ვწერდი და ვწერდი..." - ამის შესახებ ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე წერს.


9 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მაია კახიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

 

„და აი, 9 ივნისს მინდა წარგიდგინოთ ჩემი ახალი წიგნი და ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, კოლეგას თუ ნათესავს, ვისაც კი მოგიწვევთ, გულითადად გთხოვთ, მობრძანდეთ. შევეცდები, ლამაზი და საინტერესო საღამო გაჩუქოთ.

 

ასე რომ, გელით 9 ივნისს, 18:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ეზოდან მეორე სართულზე - ლექტორიუმის დარბაზში, რომელიც „პიონერფილმის" გვერდით მდებარეობს.

 

შევიკრიბოთ, რათა ჩვენ მაინც მოვეფეროთ ერთმანეთს და უპირველესად ჩვენს თბილისს!" - წერს მაია კახიძე.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner