ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედიც დაესწრნენ.
საქველმოქმედო კონცერტში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ, კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის მქონე მოზარდებისთვის სასწავლო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას. ღონისძიება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლების ორგანიზებით გაიმართა.