ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, ლონდონში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.
„ლონდონის პოლიციასთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები. პოლიციამ დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ლონდონის ქუჩებში ჩვეულებრივზე მეტი პოლიციელია მობილიზებული", - განაცხადა სადიქ ხანმა.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერში „მანჩესტერ არენაზე" მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია.
სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.