logo_geo
eng_logo
მანჩესტერის ტერაქტის გამო, ლონდონში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ
- +

23 მაისი. 2017. 13:46



ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, ლონდონში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.


ლონდონის პოლიციასთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები. პოლიციამ დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ლონდონის ქუჩებში ჩვეულებრივზე მეტი პოლიციელია მობილიზებული", - განაცხადა სადიქ ხანმა.


ინგლისის ქალაქ მანჩესტერში „მანჩესტერ არენაზე" მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია.


სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner