logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღში 170 სომეხი ჯარისკაცია მოკლული
- +

5 აპრილი. 2016. 00:53


ბოლო საათების განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგის 12 ერთეული მძიმე ტექნიკა გაანადგურეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.



ამ ინფორმაციიის მიხედვით, სომხური მხრიდან მოკლულია 170 სამხედრო მოსამსახურე.
ოფიციალური ბაქო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები პოზიციებს ტოვებენ, რომლებიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ გადადის.



სომხური მხარე იუწყება, რომ აზერბაიჯანის ჯარმა 3 და 4 აპრილს რამდენიმე მიმართულებით შეტევა განახორციელა. ამასთანავე, ერევანი აცხადებს, რომ სომხეთი „ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად მზად არის. ერევანი მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის ძალები 1 აპრილის პოზიციებს დაუბრუნდებიან". ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner