logo_geo
eng_logo
გაგი მოსიაშვილი: კადრებიდან ჩანს, რომ ლაშა თორდიას მხრიდან ხდება ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ოთარ ფარცხალაძის მიმართ
- +

23 მაისი. 2017. 14:48



ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი ოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, არსებობს თუ არა სხვა ჩანაწერები, რომელიც ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებას ასახავს.


ფარცხალაძის ინტერესების დამცველებმა მოითხოვეს მათთვის კამერების ჩანაწერების გადაცემა, თუმცა მათ ეს კადრები არ გადაეცათ.


არსებობს თუ არა სხვა კადრები, ჩემთვის უცნობია. არ მინდა, მიკერძოებული ვიყო და რამე ვთქვა, ამიტომ რა დაინახეთ ამ კადრებიდან თითოეულმა თქვენგანმა, ამას აქვს მნიშვნელობა. მე თუ მეკითხებით, რა დავინახე - დავინახე ის, რომ ბატონი ლაშა თორდიას მხრიდან ხდება ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ოთარ ფარცხალაძის მიმართ. არის თუ არა სხვა კადრები, რომელიც ვითარებას სხვა რაკურსით აღწერდა, ამაზე პასუხი პირადად მე არ გამაჩნია, ვინაიდან ჩემთვის უცნობია, აქვს თუ არა საგამოძიებო ორგანოს ასეთი მასალა. ჩვენ ვითხოვდით კადრებს და არ გადმოგვეცა, თუმცა ამასობაში საგამოძიებო ორგანომ წარმოადგინა კადრები", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.


გუშინ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა კადრები, რომელიც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებას ასახავს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner