logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: გარკვეული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების გამო ყრილობა გადაიდო!
- +

5 აპრილი. 2016. 01:13


დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართული ოცნების" ყრილობა გაიმართება 14 მაისს, სადაც გადაწყდება, ვინ იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე და რა შემადგენლობით დაკონპლექტდება პარტიის პოლიტსაბჭო. განცხადებები კეთდებოდა, რომ ყრილობა აპრილში შედგებოდა. რა გახდა თარიღის შეცვლის მიზეზი ამის შესახებ გადაცემა „20/30"-ში პარლამნტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ისაუბრა.მისი თქმით, ნებისმიერი დღის წესრიგი უნდა შეთანხმებულიყო პრემიერ-მინისტრის დღის წესრიგთან, რადგან ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს და მისი ყრილობაზე დასწრება აუცილებელია, აქედან გამომდინარე ყრილობის თარიღი შეიცვალა.



„სამზადისი ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი პარტიის წევრი და ლიდერი, თუმცა აუცილებელია მისი თავჯდომარედ არჩევა. ბუნებრივია, ნებისმიერი დღის წესრიგი უნდა შეთანხმებულიყო პრემიერ-მინისტრის დღის წესრიგთან, რადგან ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. კვირიკაშვილის მონაწილეობა და მისი აქტიური მონაწილეობა ყრილობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. გარკვეული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების გამო ყრილობა გადაიდო. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების" სიის სათავეში პრემიერ მინისტრი იყოს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner