მანჩესტერ არენაზე მომხდარი ტერორისტულ აქტთან კავშირის ბრალდებით ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 23 წლის ბიჭი დააკავეს.
ბრალდებული სამართალდამცველებმა მანჩესტერში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში (Arndale) აიყვანეს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ძალოვანი უწყებები ტერორისტულ აქტთან სავარაუდო კავშირში ეჭვმიტანილის შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას ფლობდნენ.