logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის დედოფალი: სრულიად ერი შოკირებულია მანჩესტერში მომხდარი ტერაქტით
- +

23 მაისი. 2017. 16:17



დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მანჩესტერში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა.

 

სრულიად ერი შოკირებულია მანჩესტერში გასულ ღამეს ამდენი ხალხის დაღუპვითა და დაშავებით. ვიცი, რომ ყველას სახელით ვსაუბრობ, როდესაც ჩემს მწუხარებას ვუცხადებ მათ, ვინც ამ საზარელი შემთხვევის შედეგად დაზარალდა. განსაკუთრებით ვუსამძიმრებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა საგანგებო სამსახურს, რომლებმაც პროფესიონალიზმი გამოავლინეს", - ნათქვამია დედოფალის განცხადებაში.


ინგლისის ქალაქ მანჩესტერში  „მანჩესტერ არენაზე" მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner