როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „20/30"-ში აღნიშნა, საარჩევნო სია ჯერ შედგენილი არ არის. კობახიძის თქმით, პროცესი კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც ის არ ვმონაწილეობს, მაგრამ სიაში ყოფნას გეგმავს.
„საარჩევნო სია შედგენილი ჯერ არ არის. პროცესი კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მე არ ვმონაწილეობ, მაგრამ სიაში ყოფნას ვგეგმავ. პროფესიონალური ნიშნით შერჩეული ახალი სახეები იქნება, თუმცა, პოლიტიკური გამოცდილების მქონე ძველი სახეების არსებობაც მნიშვნელოვანია. პარლამენტს მეტი კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი და ფინანსისტი სჭირდება, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში სპორტსმენებისა და მსახიობების ყოფნაც მნიშვნელოვანია. კონსულტაციები ბევრ საინტერესო ადამიანთან მიმდინარეობს", - აღნიშნა კობახიძემ.