logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ სიის სათავეში პრემიერ მინისტრი იყოს!
- +

5 აპრილი. 2016. 00:09


"დიდი სურვილი გვაქვს, პარტიის სათავეში პრემიერმინისტრი იყოს. ეს ლოგიკურია, რადგან ის პარტიის ლიდერია", -  განაცხადა 20/"30-ის სტუდიაში სტუმრობისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. თუმცა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით  საარჩევნო მარათონში ჩართვის შემთხვევაში, პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს, რამაც კობახიძის აზრით შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ამიტომ მისი განცხადებით, ეს ნორმა უნდა შეიცვალოს.




„ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ „ქართული ოცნების" სიის სათავეში პრემიერ მინისტრი იყოს. არის სამართლებრივი საკითხიც, რომელზეც ჩვენ ინიციატივა უკვე განვახორციელეთ და ვფიქრობ, საჭიროა ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანა. საუბარია საარჩევნო კოდექსში არსებულ ნორმაზე, როცა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ერთვება საარჩევნო მარათონში დღეს მოქმედი ჩანაწერით ის უნდა გადადგეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის შესაბამისი იმ რეალობასთან, რაც გვაქვს დემოკრატიულ ქვეყნებში. პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის პარტიის ლიდერი და არის ძალიან აქტიური პოლიტიკური ფიგურა, ვფიქრობ მისი გადადგომა იმ საფუძვლით, რომ ის საარჩევნო მარათონში ერთვება, შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის გამომწვევიც კი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ ამ ნორმას არ შევცვლთ. დესტაბილიზაცია მოხდება იმიტომ, რომ თუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე გადადგა პრემიერ-მინისტრი, ეს მთავრობის გადადგომასაც გამოიწვევს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უნდა დაიწყოს ახალი პროცედურა ტავრობისადმი ნდობის გამოცხადების და ა.შ. არჩევნებამდე ორი თვით ადრე ეს პროცესები არ არის რელევანტული", - ამბობს კობახიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner