logo_geo
eng_logo
მანჩესტერში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს
- +

23 მაისი. 2017. 19:02



მანჩესტერში 22 მაისს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების წარმომადგენლები ქალაქის სამხრეთ ნაწილში სპეცოპერაციას ატარებენ.


სამართალდამცველებმა ოპერაციის ფარგლებში, კონტროლირებადი აფეთქებაც განახორციელეს.


ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი პოლიციელებმა ალყაში მოაქციეს.


„მანჩესტერ არენაზე" აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.


სამართალდამცველებმა ტერაქტთან კავშირის გამო დაკავებათა სერია განახორციელეს. დადასტურებული ცნობით, მათ 23 წლის კაცი დააკავეს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner