მანჩესტერში 22 მაისს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების წარმომადგენლები ქალაქის სამხრეთ ნაწილში სპეცოპერაციას ატარებენ.
სამართალდამცველებმა ოპერაციის ფარგლებში, კონტროლირებადი აფეთქებაც განახორციელეს.
ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი პოლიციელებმა ალყაში მოაქციეს.
„მანჩესტერ არენაზე" აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
სამართალდამცველებმა ტერაქტთან კავშირის გამო დაკავებათა სერია განახორციელეს. დადასტურებული ცნობით, მათ 23 წლის კაცი დააკავეს.