logo_geo
eng_logo
ბორჯომში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა
- +

23 მაისი. 2017. 19:04



ბორჯომში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა.

23 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე მოეწყო ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის წინა-საჩვენებელი დაშვება. მოგვიანებით, ბორჯომში (სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე) გაიმართა ევროპირველობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

ევროპის ჩემპიონატი ჩითახევში 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


ევროპირველობისთვის სამზადისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გაეცნო და ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან ჯო ვილის ჯონსთან და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტთან დავით ქაცარავასთან ერთად ბოლო საორგანიზაციო საკითხებზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა.


ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოების დირექტორი იქნება - მიხაილ მარეცი, შეჯიბრების სამსახურს გორან ლოლიჩი, ხოლო მსაჯთა კორპუსს ერიკ ბოდრო უთავკაცებს. ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.


ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.



Description: C:UsersREP11Downloads18588878_1417014168365353_6182967335022970131_o.jpg

 

 

Description: C:UsersREP11Downloads18700489_1417014165032020_4610622556914663126_o.jpg

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner