logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: 2012 წელს პასუხისმგებლობა ყველამ ერთად ავიღეთ და ვიწრო პარტიული ინტერესებიდან არ უნდა გამოვიდეთ!
- +

4 აპრილი. 2016. 21:35


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „20/30"-ში ისაუბრა იმაზე, იშლება თუ არა კოალიცია. მისი თქმით, 6 წევრის გასვლა უმრავლესობის დაშლას არ ნიშნავს.



"უმრავლესობა არ იშლება. 6 წევრის გასვლა უმრავლესობის დაშლას არ ნიშნავს. კოალიციის სუბიექტები საარჩევნო ბლოკს არ ვქმნით და არჩევნებზე დამოუკიდებლად გავდივართ, მაგრამ კოალიცია და უმრავლესობა სახეზეა. 2012 წელს პასუხისმგებლობა ყველამ ერთად ავიღეთ და ვიწრო პარტიული ინტერესებიდან არ უნდა გამოვიდეთ",  -  განაცხადა მანანა კობახიძემ.

ასევე, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  საკანონმდებლო ორგანოს სავარაუდო  თავმჯდომარეობის კანდიდატები თეა წულუკიანი და თამარ ჩუგოშვილი არიან, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის საკითხი ჯერ არ განიხილება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner