logo_geo
eng_logo
„განაჩენი ისე გამოიტანეს, რომ გელა მიქაძე ინფორმირებული არ იყო“ - ქეთი ქვარცხავას საგანგებო განცხადება
- +

23 მაისი. 2017. 20:57



საქართველოს პარლამენტის წევრს გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, ამ საკითხთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა ქეთი ქვარცხავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში საგანგებო ბრიფინგი გამართა.


როგორც ქვარცხავა აცხადებს, საქმის წარმოების შესახებ თავად გელა მიქაძე და ადვოკატი ინფორმირებულები არ ყოფილან და ყველაფერი ტელევიზიის მეშვეობით შეიტყვეს.


„მეც და ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, გელა მიქაძემ, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის შესახებ ტელევიზიის მეშვეობით შევიტყვეთ, საერთოდ არ ვიცოდით არაფერი, არც ის, რომ საქმე წარმოებდა რას ალ ხაიმას საამიროში. ეს არის პარადოქსული საქმე, რომელიც წარმოებს იმ ადამიანის მიერ (სასამართლოს თავმდჯომარე რას ალ ხაიმაში არის ემირი), რომელიც ამ საქმეში მთავარი ფიგურანტია, ანუ მთავარი მოსარჩელეა. შესაბამისად, საერთოდ კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ რა სახის მართლმსაჯულება ხორციელდება რას ალ ხაიმაში, ძალიან რთულია. არც ერთი ქვეყნის სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას სერიოზულად არ აღიქვამს. არ შეიძლება სეიროზულად აღიქვამდე განაჩენს, რომელიც გამოტანილია ისე, რომ მხარე საერთოდ არ არის ინფორმირებული სისხლის სამართლის წარმოების შესახებ. ჩვენ წინა კვირას ჩაგვბარდა სამოქალაქო საქმის შესახებ გარკვეული საბუთები. მინდა გითხრათ, რომ ვერც კი მოვასწარით საბუთების გაცნობა. სასამართლოს ვაცნობეთ, რომ კიდევ ერთხელ გავეცნობოდით სამოქალაქო საქმეს და, ფაქტობრივად, დღეს ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც შევიტყვეთ, რომ განაჩენი დამდგარა სისხლის სამართლის საქმეზე.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საქმე არის ძალიან პარადოქსული, რადგან ნაწარმოებია საქართველოში არსებულ ბიზნესთან დაკაავშირებით საქართველოს მოქალაქის მიმართ. განაჩენი ისეა გამოტანილი, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის ინფორმირებული, რომ საერთოდ საქმე მიმდინარეობს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სერიოზულ ყურადღებასსაც კი არ იმსახურებს ეს საქმე.

 

ასევე, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ამ მხარეებს შორის არსებობს დავები, ხოლო ის საქმე, რომელიც დღეს სისხლის სამართლის კონტექსტში გავრცელდა, სამოქალაქო ჭრილში საქართველოს სასამართლოშია დაყენებული.

 

გელა მიქაძე აწარმოებს სამოქალაქო დავებს რას ალ ხაიმას საამიროს კომპანიების წინააღმდეგ, ასევე, მათ აქვთ შემოტანილი შეგებებული სარჩელები ამასთან დაკავშირებით სამართლებრივ ჭრილში და სასამართლოში წყდება აღნიშნული საქმეები, შესაბამისად, გასაკვირია მოვლენების ასეთი განვითარება.

 

ჩვენ არ ვიცით ნამდვილად დადგა თუ არა განაჩენი, ეს ყველაფერი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან  შევიტყვეთ. არ ვიცით საქმის გარემოებები, ამიტომ დაველოდებით მოვლენების განვითარებას", - აღნიშნა ქვარცხავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner