logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთისთვის საფრთხე იყო ის, რომ...
- +

23 მაისი. 2017. 21:16


 

„თვითმმართველობების გამსხვილებასთან დაკავშირებით წამოწყებული თემა არის მხოლოდ მთავრობის ინიციატივა და პარლამენტში განსახილველად ჯერ არ შესულა", -ამის შესახებ „tvპირველის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის  წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


ხუნდაძემ საზოგადოებას ის პერიოდი შეახსენა, როცა მცხეთას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს საფრთხე დაემუქრა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობების გამსხვილება საფრთხის შემცველი არ არის ქალაქებისთვის.


„როცა თვითმმართველობის საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა პოზიცია, ვგულისხმობ 2014 წელს, მცხეთა უნდა დაყოფილიყო 5 რაიონად, არ ვიყავი ამის მომხრე და არც დღეს ვარ მკვეთრად გაუქმების მომხრე. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის მთავრობის ინიციატივა და პარლამენტში ჯერ არ განხილულა. არ ვარ ასევე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრე, რადგან ვთვლი, რომ ვიდრე არ იქნება სრულყოფილი თვითმმართველობა უნდა არსებობდეს მაჟორიტარული სისტემა, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს მცხეთას რით შეექმნა საფრთხე და ნუ გამოვეკიდებით სიმბოლიკებს.

 

იყო პერიოდი, როცა მცხეთა იმ უსახური მშენებლობების გამო მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან გასარიცხთა ნუსხაში აღმოჩნდა, მას, როგორც ქალაქ მუზეუმს არ ჰქონდა მუზეუმი, აი ეს არის საფრთხის შემცველი და არა ის კანონპროექტი, რომელიც გამსხვილებას გულისხმობს. გამსხვილება არავითარ შემთხვევაში გაუარესებას არ ნიშნავს. ამ კანონპროექტის დადებითი და უარყოფილი მხარეების განხილვა უნდა მოხდეს. თანმიმდევრულად შეფასდეს და თუ არ გაამართლებს დაისვას საკითხი. მოსახლეობას აინტერესებს ეფექტური მმართველობა და არა ის რამდენი საკრებულო იქნება ამა თუ იმ ქალაქში", -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner