logo_geo
eng_logo
მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა ცნობილია
- +

23 მაისი. 2017. 21:22



BBC-ის ცნობით, მანჩესტერ არენასთან ტერაქტში ეჭვმიტანილი, თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც 22 ადამიანი მოკლა, ხოლო 58 დაშავდა, 23 წლის სალმან აბედია. ტერორისტის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. მანჩესტერში აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 59.


ცნობილია სამი გარდაცვლილის ვინაობა - რვა წლის საფი როუზ როუზოსის, 18 წლის გეორგინა კალანდერი და 28 წლის ჯონ ატკინსონი.


ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner