logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: თეთრი ხალათი იმიტომ გავიხადე, რომ ჩემი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში იყო
- +

23 მაისი. 2017. 22:57




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „tvპირველის" ეთერში „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ლელა ქებურიას ფრაზას, რომ ხუნდაძე პარლამენტში იმის გამო მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბავშვების პედიატრია შემდეგი სიტყვებით უპასუხა:


„მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი. როგორც ამბობდნენ, წარმატებული სამედიცინო კარიერა, მაგრამ ჩემი თეთრი ხალათი გავიხადე იმის გამო, რომ ჩემი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს პოლიტიკაში ვარ. არ უნდა ვიყო პოლიტიკაში, მაგრამ მომიწია ჩართვა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner