logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: თვითმმართველობის გაუქმებაზე პარლამენტშიც აზრთა სხავდასხვაობაა
- +

23 მაისი. 2017. 22:05


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „tvპირველის" ეთერში განაცხადა, რომ  თვითმმართველობის გაუქმების მკვეთრი მომხრე არ არის. ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხალხს ეფექტური მმართველობა აინტერესებს.


„თვითმმართველობის გაუქმების მკვეთრი მომხრე არ ვარ. პარლამენტშიც არის აზრთა სხვადასხვაობა, ისევე როგორც მაშინ იყო. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნაკლებად ადარდება რამდენი საკრებულო იქნება ქალაქში, რამდენი თემში, რამდენი დეპუტატი ეყოლება. საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა, რომ ეფექტური იყოს მმართველობა. სწორედ ამიტომ ვაყენებდი მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, სანამ რეალური თვითმმართველობა არ გვექნებოდა. ჩემი ოპონენტები აქ მედავებოდნენ. წინააღმდეგობრივია აქ ერთი და იგივე ოპონენტის მხრიდან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner