logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთს და აზერბაიჯანს კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულებისკენ მოუწოდებს
- +

5 აპრილი. 2016. 10:02



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას.



დღეს მე მინდა ხაზგასმით მოვუწოდო კავკასიის რეგიონის კონტექსტში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიმუხტოს ის გარემო, რომელიც არის აქედან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში და დიპლომატიური წყაროებით და ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობის და კონფლიქტის ნეიტრალიზება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner