„26 მაისის კონცერტზე სამი რაიონიდან მქონდა შეთავაზება", -ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიის"ეთერში მომღერალმა თამარა გაჩეჩილაძემ იმ მომღერლების პრეტენზიების საპასუხოდ განაცხადა, ვინც 26 მაისი კონცერტში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გაჩეჩილაძემ კონცერტზე გამოსასვლელად გორი შეარჩია. მომღერალი თვის,რომ პოლიტიკური ნიშნით მომღერლების შერჩევა დღეს კონცერტებზე არ ხდება.
„მგონი ვარსკვლავები, ვინც კი ვინმე არის ყველა გამოდის. მე პირადად სამი რაიონიდან მქონდა შეთავაზება, თუმცა რადგან 27 მაისს კიევში უნდა ვიყო, ამიტომ შევარჩიე ახლო ტერიტორია და ვიმღერებ გორში. სიმართლე გითხრათ ვერ ვიდარდებ, რატომ არ მღერის ყველა მომღერალი. მომღერლების დაბლოკვა არ ხდება. მე ვთვლი, რომ აქტუალურობის მიხედვით ხდება შერჩევა, რაც ეხება სახელმწიფოს და რომელიც არის ძირითადი კონცერტები აქ არის სახელმწიფოს დახმარება და ხელშეწყობა", -განაცხადა გაჩეჩილაძემ.