ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა ესტონური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად NATO-მ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საკუთარი ძალები უნდა განალაგოს.
„თუ პუტინი საზღვრის იქით გაიხედება, მიხვდება, რომ იქ NATO-ა და არა რომელიმე ქვეყანა, ხოლო საზღვარზე თუ გადავა, NATO-სთან ექნება საქმე.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ქმედებებს უნდა აკვირდებოდეს, რადგან პუტინი არმიაში ინვესტირებასა და სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.
ფილიპ ბრიდლავის მოსაზრებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ძლიერი არმიის შექმნა შეძლო.