logo_geo
eng_logo
„რუსეთის შესაკავებლად NATO-მ აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ძალები უნდა განალაგოს“
- +

5 აპრილი. 2016. 10:28



ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა ესტონური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაკავებლად NATO-მ აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საკუთარი ძალები უნდა განალაგოს.



თუ პუტინი საზღვრის იქით გაიხედება, მიხვდება, რომ იქ NATO- და არა რომელიმე ქვეყანა, ხოლო საზღვარზე თუ გადავა, NATO-სთან ექნება საქმე.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ქმედებებს უნდა აკვირდებოდეს, რადგან პუტინი არმიაში ინვესტირებასა და სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.



ფილიპ ბრიდლავის მოსაზრებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმ პუტინმა ძლიერი არმიის შექმნა შეძლო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner