logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: საქართველო ევროპულ ოჯახს ძალადობრივად მოწყვიტეს
- +

5 აპრილი. 2016. 10:50


 

როგორც ჩანს, არც შემდეგი წლები იქნება მარტივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.




თავდაცვის უწყების პირველი პირის თქმით, საქართველოში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.



ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რომ საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალადობრივად მოწყვიტეს. ეს გზა არ არის მარტივი, ამ გზაზე ორი ათეული წელია ჩვენი მოქალაქეები - სამხედროები და სამოქალაქოები შეუპოვრად იბრძვიან, ეს არ არის მარტივი გზა, არ ყოფილა მუდამ მშვიდობის გზა. სამწუხაროდ, ამ 25 წლის განმავლობაში საქართველომ ბევრი მძიმე ომი გამოიარა და როგორც ჩანს, არც შემდეგი წლები იქნება მარტივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner