logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: მაქვს დოკუმენტი, რითიც ელისო კილაძე სამუდამოდ დაუსვმას წერტილს საკუთარ „ჟურნალისტურ“ კარიერას!
- +

24 მაისი. 2017. 12:24



„არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)" - დაწერა ელისო კილაძემ და სოციალურ ქსელში, საჯაროდ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა სოციალური ქსელის მეშვეობით: „დამიგვიანდა რეაქცია:  ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა+" - დან საკუთარი სურვილით წავიდა, არავის გაუგდია და ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაბრუნდეს."

 

მოკლედ გეტყვით - ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ირინა გოგოსაშვილია! 

 

ჟურნალისტი, რომელსაც აფხაზეთის ომი საკუთარი მხრებით აქვს „ნატარები", ადამიანი, რომელიც მუდამ პირდაპირობით გამოირჩევა, თუმცა, ჩემს წინასიტყვაობას, სჯობს, რესპონდენტს მოვუსმინოთ, რომელიც „ქრონიკა+" - ის რედაქციაში ერთ-ერთ გამოცდილ და მთავარ ჟურნალისტადაც ითვლებოდა და რომელიც, დიახ - პირდაპირ და ღიად ამხელს ელისო კილაძის დანაშაულებრივ და არაპროფესიულ საქმიანობას! - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.


გთავაზობთ ამონარიდს ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუდან:


- ელისომ ყველაზე უკეთ იცის ჩემი წამოსვლის  მიზეზი... მე მაქვს კონკრეტული დოკუმენტები, რითიც მე საზოგადოების თვალში  ავმაღლდები, ელისო კილაძე კი სამუდამოდ დაუსვამს წერტილს საკუთარ ე.წ. ჟურნალისტურ კარიერას! ვადევნებ თვალს ყველაფერს და შენზე რომ წერს თითქოს ირონიით - „წითელი შრიფტით წერს მასალებსო", - მე მაქვს წერილი, დიახ, ელისოს წერილი, წითელი პასტით დაწერილი წერილი, რომელიც თავად ელისოს წინააღმდეგ იქნება მიმართული! „მე შენ მას არ დაგაშანტაჟებინებ!" - ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე მომწერა და მერე, ამ თავისი მინაწერით, ვისთან რა ურთიერთობები დაამყარა, ეს ცალკე საკითხია კიდევ. თუმცა, სამსახურიდან მეორედ  წამოსვლის მიზეზზე მკითხე და გეტყვი...


მე მქონდა მასალა გამზადებული კონკრეტული რესპონდენტის, რომელიც „ნაცმოძრაობამ" ჩასვა ციხეში, წაართვა ქონება, გაუძარცვეს პარტნიორი მიცვალებული, მიცვალებულის ოჯახი და ქონება... ეს კაცი დოკუმენტებით ჰყვება ყველაფერს... გეტყვით ბარემ: ბადრი პატარკაციშვილზეა საუბარი... ანუ, ეს კაცი, ვინც ბადრისთან ერთად იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამოვიდა ჩემთან კავშირზე და ეს იმდენად დიდი შოკი იქნება საზოგადოებისთვის, მისი ვინაობა რომ დავასახელო, ამ ადამიანის მონათხრობის შემდეგ ადამიანთა უმრავლესობას კი აღარც მეგობრობა მოუნდებათ არავისთან და აღარც სიყვარული...


- და ელისო რა შუაშია ამ მასალასთან?


- ვრცელი მასალა იყო და გაგრძელებებით უნდა დაბეჭდილიყო. ელისო მთავარი რედაქტორი იყო და, რა თქმა უნდა, შევუთანხმე თემა... ვუთხარი რამდენიმე დეტალიც... გავუმხილე, რომ იმ დამნაშავე მხარესთან ერთად ის ხალხიც ფიგურირებდა, რომელსაც ელისო აქტიურად ებრძოდა გაზეთის თითქმის ყველა ნომერში.


მეორე დღეს დილაადრიან მირეკავს ელისო. „რედაქციაში მოდი და გუშინ რაც მითხარი მასალაზე, ერთ ადამიანთან უნდა გაიმეორო და წყაროც უნდა დაასახელოო" - მეუბნება. მივედი მეორე დღეს და წინდაწინვე შემამზადა, - ხომ იცი, ახლა რომ მოვლენ, ყველაფერი უნდა მოყვეო... ვიუარე, - რა უნდა მოვყვე, ან რა გითხარი-მეთქი? - ვკითხე. უცბად მივხვდი, რაც ხდებოდა... ელისოს დაავიწყდა, რომ მასზე მეტი ცხოვრებაც მაქვს გავლილი და ჟურნალისტიკაშიც მასზე დიდი სტაჟი მაქვს! და, ამ დროს ელისოს ოფისში შემოდიან ისინი, მაღალი თანამდებობის პირები! მოვიდნენ და მოიყოლეს ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც ვითომ ჩემი „ინფორმატორი" იყო. არადა, ამ დროს ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო! არაფერ შუაში! მეტიც, რამდენიმე წელი ნანახიც კი არ მყავდა...


ყველაზე შეურაცხმყოფელი, იცი რა იყო? ისინი ისეთი „ბრექით" მოვიდნენ, აი, ცა ქუდად რომ არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად... არადა, ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რომ ფეხზე მკიდია ყველა თანამდებობა! დიახაც - თუ თაგვივით უნდა ხრა ეს ქვეყანა, ფეხებზე მკიდია შენი თანამდებობაც და შენი სახელიც! აი, ასეთი ვარ და რა ვქნა?


სამნი მოვიდნენ. მაღალი თანამდებობის პირები - ძმები და ერთი ვიღაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. „ერთი, რა გაქვს სათქმელი და დასაბეჭდიო" - აგდებული ტონით მკითხა ერთ-ერთმა ძმამ. ამ დროს ელისო მეუბნება - „ირინა, ახლა გაიმეორე, რაც გუშინ მითხარიო!"


- ანუ, ელისო კილაძემ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უნდა გამოქვეყნებულიყო გაზეთში...


- დიახ, ელისომ ნომერში დაბეჭდვამდე, ბრალდებულ მხარეს შეატყობინა მასალის არსიც და შინაარსიც!


- იქნებ, კომენტარის გასაკეთებლად შეატყობინა?


- რა ბრძანე? და კომენტარზე მოსული კაცი მეკითხებოდა - „შენი ინტერესი რა არის ამ საქმეშიო"? დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - ქრთამს მთავაზობდნენ! სიტყვა-სიტყვით დაწერე, იმ მაღალი თანამდებობის ძმებიდან ერთ-ერთს რაც ვუთხარი: „აა, ჩემს რედაქტორთან უკვე „გაიასნებული" გაქვთ ინტერესები? - მეთქი" -  ვკითხე და მივაყოლე: „ჩემი ინტერესი ის იქნება, შენ და შენისთანებს რომ მ-ა დედის ტ-ი" - მეთქი! ეს ვუთხარი, გამოვიჯახუნე კარები და წამოვედი!


აი, ასე წამოვედი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან პირველად და დღეს ვის უნდა მოუტრიალდეს ენა, ჩემს „ქეისებზე" რომ ილაპარაკოს?! ჩემი მასალა, რომელიც გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო, არის თუ არა საიდუმლო იქამდე, ვიდრე არ გამოქვეყნდება?


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45412

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner