ავტორი გიორგი მამაცაშვილი
„არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)" - დაწერა ელისო კილაძემ და სოციალურ ქსელში, საჯაროდ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა სოციალური ქსელის მეშვეობით: „დამიგვიანდა რეაქცია: ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა+" - დან საკუთარი სურვილით წავიდა, არავის გაუგდია და ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაბრუნდეს."
მოკლედ გეტყვით - ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ირინა გოგოსაშვილია!
ჟურნალისტი, რომელსაც აფხაზეთის ომი საკუთარი მხრებით აქვს „ნატარები", ადამიანი, რომელიც მუდამ პირდაპირობით გამოირჩევა, თუმცა, ჩემს წინასიტყვაობას, სჯობს, რესპონდენტს მოვუსმინოთ, რომელიც „ქრონიკა+" - ის რედაქციაში ერთ-ერთ გამოცდილ და მთავარ ჟურნალისტადაც ითვლებოდა და რომელიც, დიახ - პირდაპირ და ღიად ამხელს ელისო კილაძის დანაშაულებრივ და არაპროფესიულ საქმიანობას! - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.
გთავაზობთ ამონარიდს ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუდან:
- მე მაქვს წერილი, კილაძის მოწერილი, სადაც მე მაშანტაჟებს!
დიახ! მე მაშანტაჟებს! დოკუმენტურად დადასტურებული ამ შანტაჟით კი ელისო კილაძე დაეტაკა იმ კედელს, რომელსაც ნამდვილად არ უნდა დატაკებოდა! მე ვარ გამომძალველი? მერაბ ვეკუა რომ მოვიდა და ტკბილეული და კონიაკი მომიტანა რედაქციაში, ეგ არის გამოძალვა? შოკოლადი იქვე შეიჭამა, კონიაკი იქვე დაილია... თუ ნესტან ტურაბელიძემ რომ მომიტანა მურაბა, რომელიც რედაქციაშივე დარჩა, ეგ არის გამოძალვა? თუ ის გროშები, თუნდაც „პრემიალურით" გადმოგდებული - არ მეკუთვნოდა?
ვინც მემუქრება, სიმართლის „ლიმონკას" ვთხრი პირში!
დიახ, მე არც ნინო ჯღარკავა ვარ და არც გიორგი მამაცაშვილი, დიდაქტიკურ მოტივებზე ეპისტოლარულად რომ ვებაასო! მე ჩემი ბრძოლის მეთოდები აქვს!
საზღვარი აქვს უზნეობას! ჩემთვის რომ ვიღაცას დაეწერა ის, რაც ჯღარკავას დაუწერა - მანდვე დავსვამდი წერტილს! სხვათაშორის, მე და ნინო ჯღარკავას ძალიან ცუდი ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან. ელისომ მითხრა, შენი შვილი გალანძღაო და ამ თემაზე „შევყევით" მე და ჯღარკავა რამდენიმე წლის წინ... არადა, საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს.
აი, აქაც ელისოს ხელი ურევია...
დეტალებს ახლა ნუ მომაყოლებ, მოდი, მთავარ სათქმელს მივუბრუნდები: რაც ელისომ დაუწერა ნინო ჯღარკავასა და მის შვილს, ეს აღარც უზნეობაა! ამას სხვა რამ ჰქვია! მეტსაც გეტყვით: ეს რომ ჩემზე დაეწერა, დღეს ელისო კილაძე ცოცხალი აღარ იქნებოდა!
როცა ვინმე საზღვრებს გადადის - შეიძლება, გიჟი ვარ, შეიძლება პატივმოყვარეც, შესაძლოა აფექტისკენ მიდრეკილიც, მაგრამ ძალისმიერ მეთოდებზე გადავდივარ ასეთ დროს... ოფისში შევუგდებდი „ლიმონკას"... (ნანას გამოვიყვანდი, თვალაბეიშვილს, იმიტომ რომ მიყვარს) და მერე მთელი ოფისიანად ავაფეთქებდი! დიახ, კანონი თუ არ კანონობს და ასეთი თავგასული ადამიანების არცერთი ნაბიჯი თუ დასჯადი არ არის, მაშინ ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებებს! დიახაც, ჩემი თავი „ჩირადაც" მიმაჩნია, ოღონდ ჩემთვის, მოკრძალებულად... არავისთვის შემიხსენებია და არ მისარგებლია იოტისოდენად, რომ ჩემი სამშობლოსთვის მცირედი მეც გამიკეთებია! ამიტომ, მიფრთხილდნენ!
მოვითხოვ ელისო კილაძისგან, - დაწეროს, რომ ირინა გოგოსაშვილის გარდა ყველა მისი გაშვებულია და თან, კონკრეტული „ქეისებით", თუ რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბუნებაში მართლაც არსებობს და ბოდიში მომიხადოს!
დიახ, ბოდიში მომიხადოს! დაწეროს და მერე, ის სხვებიც იფიქრებენ, დღემდე რომ ინარჩუნებენ დუმილს, როგორ თქვან თავისი სათქმელი!
რამდენიმე დღის წინ, ნანას რომ ვესაუბრე, მერე ელისოსაც გადასცა ყურმილი. „ნუ მემუქრები"-მეთქი, ვუთხარი. და ახლაც ვუმეორებ!
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45412