logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: „ალიას” და „ასავალ-დასავალის” გარდა ვინმემ რამე დაწერა იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც გამოვიარე?!
- +

24 მაისი. 2017. 12:44


„არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი „ქრონიკა +"-ის რედაქციიდან საკუთარი სურვილით არ წასულა - ყველა პირადად მე გავუშვი კონკრეტული „ქეისის" გამო (ქრთამი, გამოძალვა, ადამიანების შანტაჟი და ა. შ.)" - დაწერა ელისო კილაძემ და სოციალურ ქსელში, საჯაროდ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა სოციალური ქსელის მეშვეობით: „დამიგვიანდა რეაქცია:  ირინა გოგოსაშვილი „ქრონიკა+" - დან საკუთარი სურვილით წავიდა, არავის გაუგდია და ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაბრუნდეს."

 

მოკლედ გეტყვით - ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ირინა გოგოსაშვილია! 

 

ჟურნალისტი, რომელსაც აფხაზეთის ომი საკუთარი მხრებით აქვს „ნატარები", ადამიანი, რომელიც მუდამ პირდაპირობით გამოირჩევა, თუმცა, ჩემს წინასიტყვაობას, სჯობს, რესპონდენტს მოვუსმინოთ, რომელიც „ქრონიკა+" - ის რედაქციაში ერთ-ერთ გამოცდილ და მთავარ ჟურნალისტადაც ითვლებოდა და რომელიც, დიახ - პირდაპირ და ღიად ამხელს ელისო კილაძის დანაშაულებრივ და არაპროფესიულ საქმიანობას! - წერს ინტერვიუს ავტორი გიორგი მამაცაშვილი.


გთავაზობთ ამონარიდს ირინა გოგოსაშვილის ინტერვიუდან:


- მალხაზ თოფურიას 1905 წლის რევოლუციიდან ვიცნობ, მეორე მსოფლიო ომშიც ერთად ვიყავით,  ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც ერთად ვიცავდით და სხვათაშორის, ძალიან სერიოზულ ომებში ვიყავით მე და მალხაზი ერთად.


„მახაჩას" მივმართავ: ირინა როგორიც დაიბადა, ისეთივე მოკვდება! ჩემგან ღალატი არის აბსოლუტურად გამორიცხული ქმედება და ახლაც, ამ განცხადებითა და ინტერვიუთიც არ ვღალატობ არც საკუთარ პრინციპებს და არც ჩემს პროფესიას! იმიტომ, რომ ვამბობ იმას, რაც იყო და რაც არის ასი პროცენტით სიმართლე!!! მე ვუღალატებ ჩემს თავს, თუ არ ვიტყვი იმას, რაც სათქმელია! თურმე გამომძალველი, მექრთამე და რაღაცა „ქეისით" ვარ გამოშვებული... ვაი, როგორ მეცინება?!


რამდენიმე დღის წინ ნანა თვალაბეიშვილსაც ვუთხარი და თქვენც გიმეორებთ: პირველად რომ წამოვედი, გლოვა იყო ჩემს ეზოში და დიიიიდი ხვეწნის მერე დავბრუნდი. დამავიწყდა, რომ ერთ მდინარეში ორჯერ არ უნდა შევსულიყავი.


რაც ახლა ხდება, ეს მე არ მეხება. ეს ქვეყანას ეხება! თუ „ნაცმოძრაობაა" ჩემი ხვალინდელი ქვეყანა, მე ან უნდა წავიდე ქვეყნიდან, ან უნდა ვებრძოლო, როგორც აქამდე მიბრძოლია! დიახ, სახლი „ნაცმოძრაობამ" დამიწვა!  დიახ, „ნაცმოძრაობამ" დამიჭირა ჯაშუშობის ბრალდებით და სად იყვნენ ეს მართალი ჟურნალისტიკის კორიფეები? „ალიას" და „ასავალ-დასავალის" გარდა ვინმემ რამე დაწერა იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც გამოვიარე?! დღემდე ვერავინ შელახა ჩემი პროფესიული ავტორიტეტი და ვერც ახლა მივცემ ამის უფლებას ვერავის!


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=45412



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner